ვრცელდება ფოტო, რომელზეც ამერიკელი სამხედროების მიერ დაპატიმრებული ნიკოლას მადუროა ასახული

ვრცელდება პირველი ფოტო, რომელზეც ამერიკელი სამხედროების მიერ დაპატიმრებული ვენესუელელი დიქტატორი, ნიკოლას მადუროა ასახული.

მადუროს დაკავების შესახებ ინფორმაცია ამერიკის პრეზიდენტმა,  დონალდ ტრამპმა გაავრცელა.

მისი თქმით, ნიკოლას მადურო ამერიკელმა სამხედროებმა შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს“, – დაწერა ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, ოპერაცია -ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე