ვრცელდება პეტიცია არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხარდასაჭერად

ვრცელდება პეტიცია არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხარდასაჭერად. დოკუმენტს ამ ეტაპზე 3 055 ადამიანი აწერს ხელს.
“ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, მივმართავთ საქართველოს საპატრიარქოს, რათა გამოვხატოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა და პატივისცემა არქიმანდრიტი დოროთეს (ყურაშვილი) მიმართ.
მიგვაჩნია, რომ მას უსამართლოდ დევნიან რუსულ რეჟიმთან დაპირისპირების გამო.
ჩვენი მოთხოვნაა, პასუხი გაეცეს არქიმანდრიტი დოროთეს (ყურაშვილი) მიმართ განხორციელებულ ცილისწამებას და შეწყდეს მისი უსამართლო დევნა”, — აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.