ვრცელდება პაპ ფრანცისკეს საფლავის კადრები

რომის პაპი, საკუთარი ანდერძის თანახმად, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. გავრცელდა ფრანცისკეს საფლავის ფოტოებიც, რომელზეც ერთი თეთრი ვარდია გამოსახული. საფლავის ზემოთ კი განათებული ჯვარცმაა.
პაპი ფრანცისკე ლეო მე-13-ეს შემდეგ პირველი პაპი გახდა, რომელიც ს გარეთ, რომში დაკრძალეს. მანამდე, წმინდა პეტრეს მოედანზე, რამდენიმესაათიანი პანაშვიდი ჩატარდა. პაპ ფრანცისკესთან გამოსამშვიდობებლად, მოედანსა და რომის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. დღეიდან კი, ცხრადღიანი გლოვა იწყება, რომლის განმავლობაშიც ყოველდღიურად, ფრანცისკეს სახელზე, მესა აღევლინება.
კათოლიკური ეკლესიის მეთაური, 12-წლიანი მსახურების შემდეგ, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. 267- ე პაპის ასარჩევად კონკლავი 5-დან 10 მაისამდე შეიკრიბება. ღვთისმსახურების შემდეგ იერარქები სიქსტის კაპელაში გადაინაცვლებენ. ადგილზე სასულიერო პირები ფიცს დადებენ და ახალი პაპის არჩევამდე გარე სამყაროსთან ყოველგვარ კავშირს გაწყვეტენ.