ვრჩებით დაცვის გარეშე რუსეთის პირისპირ, – სააკაშვილი აშშ-საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე

შეგახსენებთ, რომ -მა ჩვენ დაგვიცვა ს თავდასხმისგან და გადაარჩინა საქართველო 2008 წელს. ახლა, როდესაც ამათ დროს შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ ვრჩებით დაცვის გარეშე რუსეთის პირისპირ,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებას.
როგორც ის განმარტავს, სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასთან ხელი მოეწერა მისი პრეზიდენტობის დროს, 2009 წლის 9 იანვარს.
„შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ჩვენ დაგვიცვა რუსეთის თავდასხმისგან და გადაარჩინა საქართველო 2008 წელს. ახლა, როდესაც ამათ დროს შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ ვრჩებით დაცვის გარეშე რუსეთის პირისპირ”,- წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” ცდილობს სურათი ისე დახატოს, თითქოს მნიშვნელოვანი და აგანსაკუთრებული საქარტველოსთვის არაფერი მომხდარა. პროგნოზირებენ, რომ ურთიერთობები ახალი ხელისუფლების პირობებში გადაიტვირთება.
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი , ამტკიცებს, რომ მმართველ გუნდს ს ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა, არ აკონკრეტებს, თუ ვისთან შედგა არაპირდაპირი კომუნიკაცია. კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს.
აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა შეაფასა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა ლიდერმა, მ.
“1. ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ. 2. აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან. 3. რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები?4. ახლა ჩვენ არ დავეთანხმოთ აღდგენაზე უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გარეშე. 5. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. 6. მართლა რამხელა ამბები ყოფილა დაგეგმილი დეკემბერში. რა ნაცების ტოპტვინები…”, – დაწერა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.