ვროკომისიის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო

ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ბრიფინგზე განაცხადა.

ევროკომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის პრინციპებს, რომლებსაც ეყრდნობა ვიზალიბერალიზაცია და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.

ამასთან, პრესსპიკერმა გაიმეორა, ორეტაპიანი მიდგომის შესახებ და აღნიშნა, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმია ფარგლებში, ორეტაპიანი მიდგომაა: პირველი ეტაპი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეხება, ასევე, არის შესაძლებლობა, გარკვეულ მომენტში, თუ უკუსვლა გაგრძელდება, მთლიან მოსახლეობაზე გავრცელდეს.

“შემიძლია ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ჩვენს ზომებზე ვილაპარაკო. ევროკომისიამ დაიწყო ვიზების შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში უვიზო მიმოვლის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელსაც დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტები გააჩნიათ.

ვიზალიბერალიზაციის მიზანი ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერება და საერთო ღირებულებების წინ წაწევაა, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის.

ევროკომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ამ პრინციპებს, რომლებსაც ეყრდნობა ვიზალიბერალიზაცია; არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს; ხელს უშლის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას. ახლა, როგორც პირველი ნაბიჯი, ევროკომისიამ გადასცა თავისი შეფასება ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს. როდესაც მიიღებენ, ეს უზრუნველყოფს, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ყველა წევრ ქვეყანაში ერთიანად მიიღება.

ვიზების შეჩერების მექანიზმია ფარგლებში, იმის გათვალისწინებით, რომ ის გადაიხედა და ძალაში შევიდა გასული წლის ბოლოს, ორეტაპიანი მიდგომაა შესაძლებელი. ერთი მიდგომა, პირველი ეტაპი ამ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეხება. არის შესაძლებლობა, რომ გარკვეულ მომენტში თუ უკუსვლა გაგრძელდება, მთლიან მოსახლეობაზე გავრცელდეს, მაგრამ ეს ავტომატური არ არის”, – განაცხადა ლამერტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…