ვროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში შეხვედრას გამართავენ

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.
საბჭო განიხილავს ს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან სთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ვიდეო კონფერენციის საშუალებით აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, მათ შორის ადგილზე და უფრო ფართო რეგიონში განვითარებულ მოვლენებს.
საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს მიმდინარე საკითხებს, რომლის დროსაც მინისტრებს შეეძლებათ აზრთა გაცვლა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და საგარეო ურთიერთობების სწრაფ განვითარებაზე.