“ვპირდები, გავუზრდი სასახელო შვილებს” – თბილისში უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს ემშვიდობებიან

“ვპირდები, გავუზრდი სასახელო შვილებს” – თბილისში ში დაღუპულ მებრძოლს ემშვიდობებიან
თბილისში უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ხვიჩა გვირჯიშვილის ემშვიდობებიან. ის სამშობლოში ორი დღის წინ ჩამოასვენეს. მებრძოლი უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე, ლიმანის ტყეში, აფეთქების დროს 3 ივნისს დაიღუპა.
ოჯახი ყვება, რომ გვირჯიშვილი პირველად 14 წლის იყო, როცა ს ომში გაიპარა და ს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ის ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობდა და 2022 წელს რუსეთის ომის დაწყების შემდეგ მოხალისედ წავიდა უკრაინაში.
ის თავდაპირველად “ქართული ლეგიონის” რიგებში ირიცხებოდა, შემდეგ კი “უკრაინის საერთაშორისო ლეგიონში”.
მეუღლე, ქეთი გვირჯიშვილის კომენტარს მთავარი არხი ავრცელებს:
“ბოლო კონტაქტი გვქონდა როცა ის წავიდა გერმანიიდან, მე ვთვლიდი, რომ ოჯახი უნდა დაეყენებინა პირველ ადგილზე, მან კიდევ ჩათვალა, რომ სამშობლო იყო პირველი. ერთადერთი, რაც შემიძლია, შემიძლია ვთქვა რომ, ის იყო პატრიოტი ადამიანი თავისი ქვეყნის, მას უნდოდა გმირობა და გახდა გმირი. მე კიდევ მას ვპირდები, რომ გმირ ადამიანს გავუზრდი სასახელო შვილებს, მეტი არაფერი შემიძლია მისთვის”

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც