ვოპკე ჰოეკსტრა: ასეთი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს ხელმისაწვდომი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, არც 2030 წლამდე, როგორც თქვენი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ და არც საერთოდ, თუ ეს კურსი გაგრძელდება…

“ჩვენი პირველი გზავნილი მიემართება საქართველოს ხელისუფლებას: ასეთი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს ხელმისაწვდომი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, არც 2030 წლამდე, როგორც თქვენი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ და არც საერთოდ, თუ ეს კურსი გაგრძელდება… მეორე, ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას მათ მიმართ, ვინც სასტიკად დააკავეს და პატიმრობაში არასათანადოდ მოეპყრნენ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, მათ შორისაა ელენე ხოშტარია. ევროკავშირი გმობს ამ პოლიტიკურ რეპრესიებს ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ, უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სასტიკად დაკავებული პატიმარი” – თქვა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე ევროკომისარმა ვოპკე ჰოეკსტრამ, რომელმაც კაია კალასის სახელით ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?