ვოლფგანგ ბიუხნერი – გერმანია იზიარებს შეშფოთებას, რომ ეს კანონი საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების გზას აშორებს

ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას, რომ ეს კანონი საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების გზას აშორებს, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესმდივნის მოადგილის, ვოლფგანგ ბიუხნერის განცხადებას Tagesspiegel-ი ავრცელებს.
ბიუხნერი საქართველოს მთავრობას 2023 წელს აღებულ ვალდებულებას შეახსენებს და განუმარტავს, რომ “მსგავსი კანონი უპირობოდ გაიწვიოს”.
„ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას, რომ ეს კანონი საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების გზას აშორებს. ჩვენ ჯერ კიდევ მიგვაჩნია, რომ ეს გზა ღიაა. თუმცა, ეს ძალიან მკაფიო მოთხოვნებს უკავშირდება, რომლებიც ყველა კანდიდატმა უნდა შეასრულოს და ამ გზაზე შეღავათები არ იქნება“, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის პრესმდივნის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის ევროპაში მოგზაურობა კონსტიტუციის დარღვევის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ბუკეტია – უცხოელმა რჩევის მიმცემებმა, ე.წ. ქარტიაზე ხელის მოწერით, ოპოზიციას ხელი მოაწერინეს საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე

ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს