ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით Wolt საქართველოში მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს. 14 თებერვლისთვის, პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ფასდაკლებები ყვავილებზე, საჩუქრებზე, საკვებსა და ყოველდღიურ პროდუქტებზე, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სასურველი საჩუქარი ერთ სივრცეში აღმოაჩინონ.
ვალენტინობის დღეს ყვავილები განსაკუთრებულად მოთხოვნადია. ვოლტის აპლიკაციაში კი, ადგილობრივი ფლორისტების ყვავილებზე 30%-მდე ფასდაკლება მოქმედებს. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ თაიგულები, დაწყებული კლასიკური წითელი ვარდებით და დასრულებული სპეციალურად შერჩეული კომპოზიციებით, რომელიც მარტივად მიეწოდება ადრესატს.
ყვავილების გარდა, ვალენტინობასთან დაკავშირებით, ვოლტის აპლიკაციაში ფასდაკლებები იმოქმედებს მრავალფეროვან პროდუქციაზე სხვადასხვა კატეგორიაში:
ტკბილეული -25%-მდე, ჯანმრთელობა და სილამაზე – 50%-მდე, აფთიაქი – 50%-მდე, ელექტრონიკა – 40%-მდე, ალკოჰოლი – 50%-მდე, სუპერმარკეტები – 60%-მდე.
ვალენტინობის დღის სახლში აღნიშვნის მსურველებისთვის პლატფორმა სთავაზობს სპეციალურ შეთავაზებებსა და პოპულარულ სამზარეულოებზე 30%-მდე ფასდაკლებებს.
ბოლო წუთს შერჩეული საჩუქრებიდან პრემიუმ სილამაზის პროდუქტებამდე, სადილის ინგრედიენტებიდან მზა კერძებამდე – ვოლტი აერთიანებს ყველაფერს, რაც 14 თებერვლისთვის შეიძლება დაგჭირდეთ.
„ვალენტინობის დღე ყურადღებისა და მცირე თუ დიდი ჟესტების გამოხატვის დღეა. გვინდა, ჩვენს მომხმარებლებს გავუმარტივოთ როგორც საჩუქრის შერჩევა, ისე განსაკუთრებული საღამოს დაგეგმვა ჩვენი მიმზიდველი შეთავაზებებითა და სწრაფი და ხარისხიანი სერვისით,“ – აცხადებს დავით კვიცარიძე, Wolt საქართველოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
ვალენტინობის სპეციალური შეთავაზებები Wolt-ის აპლიკაციაში შეზღუდული დროით არის ხელმისაწვდომი.




