ვოლტის მორიგი სიახლე – ამიერიდან ვოლტის აპლიკაციით ამანათების მიღება და გაგზავნა შეგიძლიათ

მორიგი სიახლე ვოლტისგან – ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია ამანათების გადაზიდვის სერვისს იწყებს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივად, სწრაფად და საიმედოდ გააგზავნოს, ან მიიღოს ამანათი.
თუ გსურთ მეგობრისთვის საჩუქრის გაგზავნა, დოკუმენტების მიღება ან თქვენს მიერ შეძენილი ნივთის მიღება, ამ ყველაფრის გაკეთება თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი და კომფორტული ვოლტის აპლიკაციის გამოყენებით ერთ წუთზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ. ნივთის მიტანას კი, ერთ საათზე ნაკლები დრო დასჭირდება.
ამანათების გაგზავნა და მიღება ვოლტის აპლიკაციით ისეთივე მარტივია, როგორც საკვების ან სხვა სასურველი ნივთის შეკვეთა.
სერვისი თბილისთან ერთად ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, სადაც ვოლტი ოპერირებს – რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდსა და ფოთში.
სერვისის ამოქმედების პირველი ერთი თვის განმავლობაში მომხმარებელი 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს. ფასდაკლების დასრულების შემდეგ კი, 50%-იან ფასდაკლებას მიიღებს თითოეული მომხმარებელი ამანათების კატეგორიაში განთავსებულ მის პირველ შეკვეთაზე.
როგორ მუშაობს ახალი სერვისი:
ვოლტის დახვეწილი ტექნოლოგია და პარტნიორი კურიერების ფართო ქსელი ახალი სერვისის მოქნილობას და სისწრაფეს უზრუნველყოფს.
ამანათის გაგზავნა ისეთივე მარტივია, როგორც ჩვეულებრივი შეკვეთის გაკეთება ვოლტის აპლიკაციით.
მომხმარებელს შეუძლია, აპლიკაციაში აირჩიოს განყოფილება – ამანათები, მიუთითოს ამანათის აღების ადგილი და დანიშნულების მისამართი. ვოლტის პარტნიორი კურიერი ოპერატიულად აიღებს ამანათს და ზედმეტი კითხვების გარეშე დანიშნულების ადგილზე მიიტანს. მიტანის პროცესის კონტროლი შესაძლებელია რეალურ დროში, აპლიკაციის მეშვეობით.
ახალი სერვისით შესაძლებელია პატარა და საშუალო ზომის ნივთების გაგზავნა, როგორებიცაა – დოკუმენტები, ყუთები, თუ პერსონალური ნივთები. მთავარია, შეკვეთის განთავსებისას მიუთითოთ ამანათის ზომა და წონა, რათა სისტემამ შესაფერისი კურიერი შეგირჩიოთ.
მიტანის მაქსიმალური მანძილი ამანათის აღების მისამართიდან დანიშნულების ადგილამდე 15 კილომეტრია.
სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელი არ არის, ვოლტის მომხმარებელი იყოს ამანათის მიმღებიც. სერვისის მისაღებად ვოლტის აპლიკაცია მხოლოდ ამანათის გამგზავნს სჭირდება.
ვოლტი საქართველოს გენერალური მენეჯერი აცხადებს, რომ ვოლტის ახალი სერვისი ხელს უწყობს არა მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებას, არამედ მდგრად ტრანსპორტირებასაც.
„ვოლტი, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია მუდმივად ორიენტირებულია სიახლეების შეთავაზებაზე. ჩვენ პერიოდულად ვქმნით და ვამატებთ ახალ ფუნქციებს, რათა პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ საცხოვრებელ გარემოსა და ცხოვრების წესზე იმ ქალაქებში, სადაც ვოლტი ოპერირებს. მსგავსი გადაწყვეტილებებით ჩვენს მომხმარებელს ვუმარტივებთ ყოველდღიურობას და ვუქმნით მეტ კომფორტს, რაც არის ვოლტის ფილოსოფია. ახალი სერვისი თბილისთან ერთად ხელმისაწვდომია რვავე დიდ ქალაქში, სადაც ვოლტი ოპერირებს და ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გააგზავნოს და მიიღოს ამანათები მისთვის კარგად ცნობილი და მოსახერხებელი ვოლტის აპლიკაციით“, – აცხადებს სერგი მარღანია.