ვოლტერ თურქი ისრაელი-ჰამასის კონფლიქტზე – კიდევ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპება? ეს უნდა შეწყდეს

ღაზის სექტორის სკოლებში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა და ალ-შიფას საავადმყოფოდან დიდი ევაკუაცია არის ქმედებები, რომლებიც რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაცვის ნორმებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა განაცხადა.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესები, მათ შორის გარჩევის პრინციპი, პროპორციულობა და სიფრთხილის ზომები საჰაერო თავდასხმების განხორციელებისას მკაცრად უნდა იყოს დაცული. ამ წესების შეუსრულებლობა შეიძლება იყოს ომის დანაშაული,” – აღნიშნა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.
მისი თქმით, აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საფუძველზე.
”ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების სახეებზე აღბეჭდილი ტკივილი აუტანელია. კიდევ რამდენი ძალადობა, სისხლისღვრა და უბედურება უნდა მოხდეს, სანამ ხალხი გონს მოეგება? კიდევ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპება? ეს უნდა შეწყდეს,” – აღნიშნა ვოლტერ თურქმა.

ასევე დაგაინტერესებთ