“ამ ბრალდებას აქვს გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი”, – ასე ეხმაურება ოცნების დეპუტატი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის კრიტიკულ ანგარიშს.
მისი მტკიცებით, ორგანიზაცია ისეთ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაც კონკრეტული პარტიის ინტერესებში შედის.
“ამ ბრალდებას აქვს გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი. ეგეთი არ მომხდარა. შენ ამას გამოიყენებ, ეს რუსული კანონია, ეს არის პოლიტიკური განცხადებები, რომელიც, რასაკვირველია, კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურება”, – ამბობს ვოლსკი.
***
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა ადამიანის უფლებების მიმართულებით 100-ზე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.




