ვოლსკი ხოშტარიაზე: ექსტრემიზმისთვის არის დასჯილი და არა ფლომასტერის გამოყენებისათვის

რასაკვირველია, ძალიან სამწუხაროა, როცა 4 შვილის დედა ჩართულია რევოლუციურ პროცესებში და არათუ უარყოფს თავის დანაშაულს, პირიქით, ამბობს, რომ სწორად მოიქცა და თუკი ექნება საშუალება, კიდევ უარესს გააკეთებს. მათ შორის, პიროტექნიკის დემონსტრირება მოახდინა, რომელიც მის ოფისებში ინახებოდა.
ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, რასაკვირველია, ეს ყველამ კარგად იცის. იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია. ხელისუფლების რევოლუციის გზით გადაყენების ამოცანის შესრულებისათვის უკეთებდა ორგანიზებას ამ პროცესს.
ექსტრემიზმისთვის არის დასჯილი და არა ფლომასტერის გამოყენებისათვის, რომლითაც პლაკატი დააზიანა, თუმცა ესეც გარკვეული დანაშაულია, მაგრამ უფრო მსუბუქი, რასაკვირველია, იმასთან შედარებით, რასაც ელენე ხოშტარია აკეთებდა.