ვოლსკი: ნატოს მოკავშირეობით საქართველომ არაერთხელ დაადასტურა თავისი საგარეო კურსის მთავარი მიმართულება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ნატოს მოკავშირეობით საქართველომ არაერთხელ დაადასტურა თავისი საგარეო კურსის მთავარი მიმართულება. ასე გამოეხმაურა ის ნატოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა.
„ნატოს მოკავშირეობით საქართველომ არაერთხელ დაადასტურა თავისი საგარეო კურსის მთავარი მიმართულება. რასაკვირველია, ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ იცის, რომ საქართველო ყოველთვის იქ იდგა, სადაც საერთაშორისო უსაფრთხოების დასაცავად შეიარაღებული ძალები იდგა. გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ნატოს გენერალური მდივანი ჩამოდიოდეს საქართველოში, როგორც მოკავშირე ქვეყანაში, რომელმაც თავი გამოიჩინა ნატოს არაერთ ოპერაციაში მონაწილეობისას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს