ვოლსკი: „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ გზას მიყვება

„ლელო“ „ნაცმოძრაობის“ გზას მიყვება. სურთ ისეთივე რეპრესიები გაატარონ, როგორსაც ს  ხელისუფლება ახორციელებდა. ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში, ხოლო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მოსკოვში გაშვებას „ხალხი გადაწყვეტს“.

როგორც ვოლსკი Newshub.ge-თან ამბობს, „ბაქიბუქი, რომ ისინი გარკვეულ ზომებს მიიღებენ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, გარკვეული წინასაარჩევნო შემოძახილია“.

„ნაცმოძრაობის“ ნარჩენებზე ყველა ფიქრობს, გარკვეული ნაჭრის მოტეხას, ანუ იმ ნიშების შევსებას, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ყოველთვის ჰქონდა, როდესაც იგი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიოდა. მათი ერთ-ერთი მთავარი ნიშა იყო, რომ ხალხი მათ მხარს უჭერდა იმ რეპრესიებისთვის, რომლებიც მათ გაატარეს მმართველობის პერიოდში. რეპრესიებს ბევრი ამართლებს, სამწუხაროდ. მხარდამჭერების რაოდენობიდან, რომელიც „ნაცმოძრაობას “ შემორჩა, არის მნიშვნელოვანი ნაწილი, ვინც იმ რეპრესიებს სწორად მიიჩნევს, თითქოს ეს აუცილებელი იყო გარკვეული წესრიგის დასამყარებლად.

ახლა „ნაცმოძრაობა“ არაფერს წარმოადგენს, არც მუქარით, არც მუქარის გარეშე. მით უმეტეს, ინტელექტი საერთოდ არ გააჩნიათ და  ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე მსჯელობის თემა დღის წესრიგიდან მოხსნეს.

ბაქიბუქი, რომ ისინი გარკვეულ ზომებს მიიღებენ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, გარკვეული წინასაარჩევნო შემოძახილია. მეორე საკითხია ის, რომ ეს რიტორიკა მათ არსს აჩვენებს. ამ პარტიასთან ურთიერთობაში „ლელოს“ დღევანდელმა ლიდერებმა არაერთხელ გამოიჩინეს თავი, როგორც მოკავშირეებმა, როდესაც „ნაცმოძრაობა“ მმართველობაში იყო“, – აცხადებს ვოლსკი.

ვრცლად