ვოლსკი ლაზარეზე: პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად ცუდი იქნება, თუ შეიწყალებს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ამბობს, რომ ს შეწყალება პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად ცუდი იქნება.
მარტის აქციების საქმეზე სასამართლომ 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოჯახმა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება უკვე შეიტანა.
“ტრენდია, რომ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, ცეცხლი წაუკიდოს და ადამიანი მოკლას, ეროვნულ გმირადაა შერაცხილი გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში. სწორედ ამ პოლიტიკურ ჯგუფში იმყოფება . ძალიან ცუდი იქნება მისთვის პოლიტიკურად, რომ ასეთ შეწყალებას ხელი მოაწეროს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს – -ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი მ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.
22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.