ვოლსკი: ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენგანის მიერ

აღებული კადრებით არ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღო იმის თაობაზე, თუ ვის მეტი გავლენა აქვს. […] არის პარტიის ლიდერი, ჩამომყალიბებელი, მაგრამ არც ერთხელ, არცერთი თავისი ქმედებით ან სიტყვით, მით უმეტეს ახლა, ბოლო პერიოდში, არ გამოუვლენია ის, რომ ის ვინმეზე მაღლა დგას. […]
ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა და არც განწყობა. […] ირაკლი კობახიძემ სახელმწიფოში ჩამოსული სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ლიდერთან. რასაკვირველია, ამ თემასთან დაკავშირებით ინტერპრეტაციას მე ვერ დაგიშლით. […]
, როგორც ამ პარტიის დამფუძნებელი, როგორც ამ ხელისუფლების ჩამომყალიბებელი, როგორც ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის გადარჩენის პროცესში, რასაკვირველია, შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენგანის მიერ.თქვა ივანიშვილის დეპუტატმა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, 6 აპრილს ბიძინა ივანიშვილი ბიზნესცენტრში საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.