“არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ყოფილ პრემიერმინისტრს, რომელმაც კონკრეტული პოლიტიკური გუნდი შექმნა, ამ პარტიის ზოგიერთ ლიდერთან გარკვეულ თემაზე კვლავ კონტაქტი ჰქონდეს – შეკითხვა იქნება ეს თუ კონსულტაციის საჭიროება. მაგრამ, მისი მონაწილეობის თემა ძალიან ლიმიტირებულია. პირადად მას არასოდეს დაუშვია, რომ მთავრობისა და პარტიისთვის ეხელმძღვანელა, ან პარლამენტისთვის გარკვეული მითითებები მიეცა […]
შეიძლება, რაღაც გარკვეულმა საერთაშორისო სტრიქტურამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს – რა მიზეზით? რატომ? ცუდი რა გააკეთა, ან საქართველოსთან მიმართებაში მისი ნეგატიური როლი რაში მდგომარეობს […] მისი დანაშაული რა არის, იმის გარდა, რომ თავის ქვეყანას ემსახურება.
განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ბიძინა ივანიშვილზე საუბრის დროს.
შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების მე-7 ყრილობაზე პარტიის ე.წ. საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.