ვოლსკი ივანიშვილზე: გასახარელია, თუ მისი ქონება გაიზარდა, ძალიან კარგი, თუ მდიდარია

გასახარელია, თუ კი ს ქონება გაიზარდა. არც ერთი თეთრი არ აქვს დახარჯული იმისათვის, რომ რაღაცა პირადი გამორჩენა მიეღო. არც ფული მოუპარავს ბიუჯეტიდან, ღმერთმა დაიფაროს, და უშველებელია სია იმ სიკეთეების, რაც ქვეყანას გაუკეთა. […]
დღეს ბიძინა ივანიშვილი თურმე მდიდარი რომ არის, ეს არის ცუდი. ძალიან კარგი, თუ მდიდარია. თუ კიდევ უფრო გამდიდრდება, კიდევ უფრო მეტ პროგრამას განახორციელებს ჩვენი ქვეყნისათვის.
[სტილი დაცულია]
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა მ ჟურნალისტებთან საუბრისას.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, 9 ივლისის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება $700 მილიონით გაიზარდა და იგი ახლა $7.30 მილიარდს ფლობს, რაც მისი რეკორდული მაჩვენებელია.