ვოლსკი ივანიშვილზე: გასახარელია, თუ მისი ქონება გაიზარდა, ძალიან კარგი, თუ მდიდარია

გასახარელია, თუ კი ბიძინა ივანიშვილის ქონება გაიზარდა. არც ერთი თეთრი არ აქვს დახარჯული იმისათვის, რომ რაღაცა პირადი გამორჩენა მიეღო. არც ფული მოუპარავს ბიუჯეტიდან, ღმერთმა დაიფაროს, და უშველებელია სია იმ სიკეთეების, რაც ქვეყანას გაუკეთა. […]
დღეს ბიძინა ივანიშვილი თურმე მდიდარი რომ არის, ეს არის ცუდი. ძალიან კარგი, თუ მდიდარია. თუ კიდევ უფრო გამდიდრდება, კიდევ უფრო მეტ პროგრამას განახორციელებს ჩვენი ქვეყნისათვის.
[სტილი დაცულია]
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, 9 ივლისის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება $700 მილიონით გაიზარდა და იგი ახლა $7.30 მილიარდს ფლობს, რაც მისი რეკორდული მაჩვენებელია.