ვოლსკი ელჩის განცხადებას “არასწორს” უწოდებს და მას რუსეთის დაზვერვის პროპაგანდით პასუხობს

ქართული ოცნების დეპუტატი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ს დაზვერვის სამსახურის შინაარსს იმეორებს და გერმანიის ელჩს პიტერ ფიშერს პროპაგანდით პასუხობს.

“არ არის სწორი ბატონი ფიშერი ამ შემთხვევაში. […] საქართველოს მიმართ ასეთი განცხადები, ყველაზე მცირე, უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს – მართლაც ხომ არ არის ამ ნაბიჯების უკან რაღაც იდეა, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება და ლომჯარია მაგვარი ადამიანით დაკომპლექტდეს ხელისუფლება, მაშინ, როდესაც არის სულ ახლო მომავალში. არის მეორე მხარე ამ მედლის, რომელიც ავლენს გარკვეულ რადიკალურ პოზიციას, რომელსაც უხარია, როდესაც გერმანია ასეთ განცხადებას აკეთებს”, – ამბობს ვოლსკი.
გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას, თავისი საქმიანობის განმავლობაში, “არასდროს უნახავს საგარეო პოლიტიკის ამგვარი შემობრუნება.”
ფიშერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლურ რიტორიკაზე. მისი თქმით, მსგავსი რიტორიკა პარტნიორულ ურთიერთობას არ შეესაბამება და “ქმედებებსა და სიტყვებს ყურადღება უნდა მიექცეს.”
გუშინ კი რუსეთის რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება. მათი მტკიცებით, -ს საპარლამენტო არჩევნების გზით საქართველოში მთავრობის შეცვლა სურს. დაზვერვაში ირწმუნებიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციას ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის მასშტაბური საინფორმაციო კამპანია აქვს შემუშავებული.
რუსეთის საგარეო დაზვერვა ასევე ირწმუნება, რომ ამერიკელებმა ქართულ ოპოზიციას საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაავალეს. ამასთან ამტკიცებენ, რომ დემონსტრანტთა შორის მსხვერპლის ხელოვნური შექმნა განიხილება.