პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, ეკლესიის წინააღმდეგ “ტერორიზმი” მიმდინარეობს.
მისი თქმით, ტერორიზმია ეკლესიის მიმართ ხისტი განცხადებები და მათ შორის “ფიზიკური შეხება”.
“ტერორიზმი მიმდინარეობს, ჩვეულებრივი, რომელსაც ძალიან ადვილად დაერქმევა სახელი იმ შემთხვევაში, თუ ბევრ რამეს გავითვალისწინებთ.
ყველა მხრიდან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან აი, ამ ქმედებებს, ამ განცხადებებს, ამ ხისტ განცხადებებს ეკლესიის მიმართ, თუნდაც ფიზიკურ შეხებას, თავდასხმებს შეიძლება ვუწოდოთ ტერორიზმის გარკვეული ფორმა და გამოვლინება”, – თქვა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.
ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ “ეკლესიის დაცვის მოტივით” ოპონენტებზე თავდასხმა გააქტიურა. ერთ-ერთი ბოლო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო, რომელიც სოვლაბის წევრ გიორგი კანდელაკს, ასევე, ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელ ბექა მინდიაშვილს თავს დაესხა და ისინი “საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში” დაადანაშაულა.