ვოლოდმირ ზელენსკი: ჩვენ გამოვიარეთ ეს ზამთარი… რუსებს სურდათ, ეს ზამთარი უკრაინისა და უკრაინელების გამანადგურებელი ყოფილიყო, მაგრამ არ გატყდა

“დღეს არის დღე, როდესაც თითოეულ ჩვენგანს სრულიად სამართლიანად შეუძლია თქვას: ჩვენ გამოვიარეთ ეს ზამთარი, ყველაზე რთული პერიოდი მთელი წლის განმავლობაში. რუსებს სურდათ, ეს ზამთარი უკრაინისა და უკრაინელების გამანადგურებელი ყოფილიყო, მაგრამ არ გატყდა. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ენერგოსისტემა. უკრაინამ ამ ზამთრის განმავლობაში მოიგერია უამრავი მასიური დარტყმა, როდესაც ჩვენ ათობით რაკეტა და ასობით შაჰიდი გვიტევდა.
რუსებმა ეს ზამთარი 6 დეკემბერს მასიური შეტევით დაიწყეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გახდა: მაშინ დარტყმის ქვეშ 700-ზე მეტი სხვადასხვა სამიზნე იყო, მხოლოდ რაკეტა კი 50-ზე მეტი. ამ ზამთარს ჩვენს წინააღმდეგ ბევრი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. საერთო ჯამში, სხვადასხვა ტიპის რაკეტის რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. არც ერთ ერს არ გაუვლია ასეთი გამოცდა. უკრაინელებმა ესეც დაძლიეს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც იცავს და აღადგენს ჩვენს ენერგეტიკას: ენერგოკომპანიების ყველა თანამშრომლის, თითოეული სარემონტო და ავარიული ბრიგადის, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთელი კოლექტივის, თქვენ ნამდვილი გმირები ხართ!” | თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში