ვოლოდიმირ ზელენსკი Taurus-ის რაკეტებზე – ოლაფ შოლცს პუტინის ბირთვული მუქარის ეშინია, მაგრამ ეს მსოფლიოს ბირთვული საფრთხისგან ვერ დაიცავს

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერი, Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებაზე უარს ბირთვული საფრთხეების გამო ამბობს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს მსოფლიოს ს მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საფრთხისგან არ დაიცავს.
ზელენსკის თქმით, ს იარაღი სჭირდება გადარჩენისთვის და მას არ ესმის, რატომ არ იღებს ამ იარაღს ქვეყანა. უკრაინის პრეზიდენტი გულისხმობდა გერმანულ Taurus-ის რაკეტებს, ამერიკულ ATACMS-ის მცირე მანძილზე მოქმედ რაკეტებს და F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს.
”ვფიქრობ, კითხვა არც ისე მარტივია. რამდენადაც მე მესმის, კანცლერი ამბობს, რომ გერმანია არ არის ბირთვული ძალა და რომ ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღის სისტემა გერმანიაში და შოლცი ვერ ტოვებს თავის ქვეყანას ამ იარაღის სისტემის გარეშე.”
კითხვაზე, აქვს თუ არა კავშირი Taurus-ის არ მიწოდებას პუტინის ბირთვულ მუქარასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა, რომ აქვს და დასძინა : ”მაგრამ არ მგონია, რომ ეს დაიცავს მსოფლიოს რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის საფრთხისგან.”
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს რუსეთის მხრიდან ხარკოვზე მასშტაბურ შეტევას, როგორც ამას ოკუპანტები ომის დასაწყისში ცდილობდნენ.