ვოლოდიმირ ზელენსკი Taurus-ის რაკეტებზე – არის თემები, რომლებზეც მე და კანცლერი მერცი შევთანხმდით, რომ საჯაროდ არ ვისაუბრებთ

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, გერმანიასთან Taurus-ის რაკეტებთან დაკავშირებით დიალოგი გრძელდება, თუმცა არა საჯარო დონეზე, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეარხ RTL-ს განუცხადა.
უკრაინისთვის Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების შესაძლო მიწოდების საკითხზე კომენტირებისას, ზელენსკიმ განაცხადა: „ამ მიმართულებით ვმუშაობთ“.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ განხილვა კონფიდენციალურად და კულისებში მიმდინარეობს.
„არსებობს გარკვეული თემები, რომლებთან დაკავშირებითაც მე და კანცლერი მერცი შევთანხმდით, რომ საჯაროდ არ განვიხილავთ. მე მას ამას დავპირდი და ჩემს დაპირებას ვასრულებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – მე დავასრულე შვიდი ომი, გაეროს მხრიდან სატელეფონო ზარიც კი არ მიმიღია დახმარების შემოთავაზებით, მივიღე მხოლოდ ესკალატორი, რომელიც ასვლისას შუაში ჩერდებოდა – ცარიელი სიტყვები ომს ვერ წყვეტს