Patriot-ის სისტემების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, -ში ვიზიტის ფარგლებში Patriot-ის სარაკეტო სისტემების მწარმოებელი კომპანია Raytheon-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
„შევხვდი თავდაცვის კომპანია Raytheon-ის წარმომადგენლებს, რომელიც Patriot-ის სისტემებს აწარმოებს. მე მათ ვუამბე ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და რუსეთის მიერ ჩვენს მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გაძლიერებული თავდასხმების შესახებ“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს Raytheon-ის წარმოების სიმძლავრეები, უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების გასაძლიერებლად თანამშრომლობის პოტენციური გზები და უკრაინულ-ამერიკული ერთობლივი წარმოების პერსპექტივები.
„უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის დაცვის გასაძლიერებლად გადაწყვეტილებები არსებობს და ჩვენ ყველა დონეზე ვმუშაობთ მათი რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. მადლობას ვუხდი Raytheon-ს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნისთვის“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?