ვოლოდიმირ ზელენსკი 4 სექტემბერს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ელისეის სასახლის ცნობით, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა ხუთშაბათს, 4 სექტემბერს პარიზში გაიმართება და მას საფრანგეთის პრეზიდენტი, და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი უხელმძღვანელებენ.
შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და ჯერჯერობით უცნობია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავა თუ არა.
ასევე, მედია აღნიშნავს, რომ შეხვედრაში -ის პრეზიდენტის, ს მონაწილეობა ნაკლებად სავარაუდოა.
„სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები განიხილავენ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გატარებულ სამუშაოებს და შეაფასებენ ს ქცევასთან დაკავშირებულ შედეგებს, რომელიც მშვიდობაზე უარს ამბობს“, – აცხადებს ელისეის სასახლე.