ვოლოდიმირ ზელენსკი – 307 უკრაინელი დამცველი სახლშია

307 უკრაინელი დამცველი სახლშია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დღეს თურქეთში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში „ათასი-ათასზე“ გაცვლის მეორე დღეა. სულ, ამ ორი დღის განმავლობაში სახლში 697 ადამიანი დაბრუნდა. ველით, რომ ეს პროცესი ხვალაც გაგრძელდება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დაბრუნებულ სამხედროებს შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურისა და უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები არიან.
„ჩვენი მიზანი ს ტყვეობიდან ყველა ადამიანის დაბრუნებაა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა ეს შესაძლებელი გახდეს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რუსეთსა და ს შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლის პირველი ეტაპი გუშინ შედგა. მხარეებმა 390 ადამიანი გაცვალეს, მათ შორის 270 სამხედრო მოსამსახურე და 120 სამოქალაქო პირი.