ვოლოდიმირ ზელენსკი – ხშირად გვესმოდა სიტყვა „შეუძლებელი“, მაგრამ ჩვენ შევძელით და ახლა ეს რეალობაა, F-16-ები უკრაინაშია

უკრაინის პრეზიდენტმა მ F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები წარადგინა და ხაზი გაუსვა საჰაერო ძალების განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას.
მისი თქმით, ხშირად ისმოდა უკრაინის მისამართით სიტყვა „შეუძლებელი“, თუმცა მ ეს შეძლო და ახლა F-16-ები უკრაინაშია.
„ჩვენ ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განვითარების ახალ ეტაპზე ვართ. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ უკრაინის საჰაერო ძალების ახალ საავიაციო სტანდარტზე – დასავლურ საბრძოლო ავიაციაზე გადასაყვანად. ამ ომის დაწყებიდან ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვსაუბრობდით უკრაინის ცის რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან დახურვის აუცილებლობაზე. ჩვენ გავმართეთ ასობით შეხვედრა და მოლაპარაკება ჩვენი ავიაციის, საჰაერო თავდაცვისა და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საპასუხოდ ხშირად გვესმოდა სიტყვა „შეუძლებელი“, მაგრამ ჩვენ შევძელით შესაძლებელი ის, რაც იყო ჩვენი ამბიცია, ჩვენი თავდაცვის საჭიროება და ახლა – ეს რეალობაა ჩვენს ცაში. F-16-ები უკრაინაშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ პილოტებს, რომლებიც ახალ თვითმფრინავების მართვას ეუფლებიან და ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს.
„ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ყველა ეს ნაბიჯი აახლოებს უკრაინის გამარჯვებას ომში.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებს და მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ენახათ F-16-ები როგორც ადგილზე, ასევე ცაში.