ხვალ პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდება, 4 სექტემბერს კი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საფრანგეთის პრეზიდენტი ხვალ უკრაინის პრეზიდენტს, ს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ელისეის სასახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩავა.
ასევე, მისი თქმით, 4 სექტემბერს დაგეგმილი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა უკრაინის ინიციატივით იმართება.
„შეხვედრის მიზანია იმ სიგნალის გაგზავნა, რომ სახელმწიფოებმა, რომლებიც მზად არიან და შეუძლიათ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, გენშტაბების უფროსებისა და თავდაცვის მინისტრების მიერ გატარებული ტექნიკური სამუშაოები დაასრულეს. დღეს ამ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ელისეის სასახლის წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია სპორტსმენებს – გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და დაჩაგრულიც – მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია მოუტანოს წარმატება სპორტსაც და ქვეყანასაც!