ხარკოვზე თავდასხმაზე – აჭიანურებს ომს – ველით აშშ-ის, ევროპისა და ყველა ჩვენი მოკავშირის პასუხს ამ ტერორზე

რუსეთი აჭიანურებს ომს და ჩვენ პარტნიორებს ვაწვდით სრულ ინფორმაციას რუსული არმიის მიერ განხორციელებული დარტყმებისა და იმ მოქმედებების შესახებ, რომლისთვისაც ემზადება. ველით შეერთებული შტატების, ევროპისა და ყველა ჩვენი მოკავშირის პასუხს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ამ ტერორზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.
„რუსეთის გუშინდელმა დარტყმამ ხარკოვზე, სამწუხაროდ, ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს. დაშავდა 30-მდე ადამიანი – ყველამ მიიღო საჭირო სამედიცინო დახმარება. მადლობას ვუხდი ჩვენს მაშველებს და მედიკოსებს, რომლებიც ყოველდღე მუშაობენ ჩვენი ხალხისთვის“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინის რეგიონების უმეტესობა თავდასხმის ქვეშ მოექცა, რისთვისაც რუსეთმა 1 310 მართვადი საჰაერო ბომბი, 1 000-ზე მეტი თავდასხმის დრონი და 9 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები, გამოიყენა.
„მნიშვნელოვანი რაოდენობა წარმატებით ჩამოაგდეს ჩვენმა საჰაერო თავდაცვის მეომრებმა, მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა და ყველა ქვედანაყოფმა, რომელიც ჩართულია ჩვენი ცის დაცვაში“, – აცხადებს ზელენსკი.
მან მადლობა გადაუხადა ყველა ლიდერსა და სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის.
“უკრაინის მხარდაჭერის სტაბილურობა და პროგნოზირებადობა გადამწყვეტია. მადლობელი ვარ ყველა ქვეყნის, რომელიც გვეხმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებით და ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციებით – ეს ყველაფერი ხელს უწყობს უკრაინის დაცვას“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს