უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წელს უნდა მოხდეს უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება, შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების გაზრდა და რუსეთისთვის მაქსიმალური სისტემური დანაკარგების მიყენება.
„წელს ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო ფარი და უკრაინის შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები, არამედ რუსეთს მივაყენოთ მაქსიმალური სისტემური დანაკარგები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საუბარია რუსეთის გაყინულ აქტივებზე და უკრაინა ენერგიულად მუშაობს პარტნიორებთან, რათა რუსული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ.
ზელენსკიმ თქმით, მან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე რუსული აქტივების კონფისკაციის თემა განიხილა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ერთიან და ძლიერ გადაწყვეტას მოითხოვს.
“ყველაფრის კონფისკაცია უნდა მოხდეს და უნდა ვიმუშაოთ ტერორისგან თავის დასაცავად. სამართლიანია პასუხის გაცემა ტერორისტებისთვის, სამართლიანია ტერორისტების განადგურება და სამართლიანია, რომ ტერორისტულ სახელმწიფოს გადავახდევინოთ იმისთვის, რასაც აკეთებს,” – აღნიშნა ზელენსკიმ.