– ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა გუნდებმა სტრატეგიაზე ისაუბრონ – როგორ ვიმოქმედოთ და მივაღწიოთ მშვიდობას

უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მშვიდობა რაც შეიძლება მალე იქნება მიღწეული.
ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორმხრივი შეხვედრის წინ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყურადღება 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმასა და შეთანხმების თანმიმდევრობაზე გამახვილდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდებმა სტრატეგიაზე ისაუბრონ – როგორ ვიმოქმედოთ ეტაპობრივად და მივაღწიოთ მშვიდობას“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მან დასძინა, რომ გეგმის დაახლოებით 90% გუნდებმა განიხილეს.