უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ ტერიტორიის საკითხი კვლავ რთულ თემად რჩება.
„თქვენ იცით ჩვენი პოზიცია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონს და ჩვენს ხალხს. ჩვენ პატივს ვცემთ ტერიტორიას, რომელსაც ვაკონტროლებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ტერიტორიის საკითხზე საბოლოოდ უკრაინელმა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი და აღნიშნა, რომ რეფერენდუმი შეიძლება გამოყენებულ იქნას სამშვიდობო გეგმის ნებისმიერი პუნქტისთვის – არა მხოლოდ ტერიტორიისთვის.
„ჩვენ შეგვიძლია რეფერენდუმის ჩატარება ამ გეგმის ნებისმიერ პუნქტზე…რა თქმა უნდა, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა აირჩიოს. ეს მათი მიწაა, მიწაა და არა ერთი ადამიანის. ეს ჩვენი ერის მიწაა მრავალი თაობის მანძილზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმიტ, ორმა ლიდერმა განიხილა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის „ყველა ასპექტი“.
მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, გეგმის 90%-ზე შეთანხმება მიღწეულია, მისი თქმით, შეერთებული შტატები და უკრაინა 100%-ით შეთანხმდნენ უსაფრთხოების გარანტიებსა და სამხედრო საკითხებზე.
„ჩვენ ვეთანხმებით, რომ უსაფრთხოების გარანტიები მდგრადი მშვიდობის მიღწევის მთავარი ეტაპია“, – თქვა ზელენსკიმ.




