ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია – არ გვჭირდება მათი ხალხი, მათი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმისთვის აგვყავს, რომ ჩვენებზე გავცვალოთ

უკრაინა ერთ ტერიტორიას სხვებზე არ გაცვლის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ ამერიკულ მაუწყებელ NBC News-თან კურსკის ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.
“არ გვჭირდება ს ტერიტორია. ყოველთვის ვამბობდი ამას. ჩვენი ოპერაციები იმაზე მიმართული, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. არ გვჭირდება მათი ხალხი, სამოქალაქოები, მათი მოქალაქეები. მათი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმისთვის აგვყავს, რომ ჩვენებზე გავცვალოთ.
ასეთივე დამოკიდებულებაა ტერიტორიასთან. არ გვჭირდება მათი მიწა. არ გვინდა იქ უკრაინული ცხოვრების მიტანა. ამას ვამბობ, ვინაიდან, მესმის, თუ რა არის საერთაშორისო სამართალი და მესმის, თუ რა არის ამა თუ იმ სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემა.
სწორედ ასეთი სახელმწიფოა, მაგრამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა უფრო ძლიერები ვიყოთ. ეს ოპერაცია ქვეყანას აძლიერებს. ეს არ ნიშნავს, რომ ერთ ტერიტორიას სხვებზე გავცვლით”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისთვის რთულია უკრაინის შემდგომი ნაბიჯების გაჟღერება. მან ასევე არ გასცა პასუხი კითხვას, აპირებს თუ არა უკრაინა რუსეთის კიდევ რომელიმე ტერიტორიების დაპყრობას.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”