– ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს ვაფასებთ და არა აღლუმებს – დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, სულ მცირე 30 დღით გარანტირებული და სანდო, ეს არის ის, რამაც რეალური დიპლომატიის საფუძველი შეიძლება შექმნას

ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს ვაფასებთ და არა აღლუმებს , – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ს პრეზიდენტის, ს მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა არა დროებითი, არამედ დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო უნდა იყოს.
„მანიპულირების კიდევ ერთი მცდელობა: რატომღაც ყველა 8 მაისს უნდა დაელოდოს და ცეცხლი შეწყვიტოს, რათა პუტინმა აღლუმისთვის სიჩუმე მიიღოს. ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს ვაფასებთ და არა აღლუმებს. სწორედ ამის გვჯერა, მსოფლიოს სჯერა, რომ 8 მაისამდე ლოდინის არანაირი მიზეზი არ არსებობს. ცეცხლი უნდა შეწყდეს და არა რამდენიმე დღით, რათა შემდეგ ადამიანები კვლავ მოკლან. დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, სულ მცირე 30 დღით გარანტირებული და სანდო, ეს არის ის, რამაც რეალური დიპლომატიის საფუძველი შეიძლება შექმნას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, კრემლის განცხადებით, ს მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამი დღით, 8-10 მაისს იმოქმედებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა