ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები ტყვედ აიყვანეს

ჩვენმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები ტყვედ აიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ორი ჯარისკაცი, რომლებიც დაჭრილები არიან, გადარჩნენ და ისინი კიევში გადაიყვანეს. ეს ადვილი ამოცანა არ ყოფილა, როგორც წესი ს ძალები და ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები თავიანთ დაჭრილებს კლავენ, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობის ნებისმიერ მტკიცებულება გააქრონ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, როგორც ყველა სამხედრო ტყვე, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიც ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებენ.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დავავალე, რომ ამ ტყვეებთან ჟურნალისტების წვდომა უზრუნველყოს. მსოფლიომ სიმართლე უნდა იცოდეს იმის შესახებ, რაც ხდება“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის