ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ხალხის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად მუშაობას გავაგრძელებთ, ყველა მათგანი უნდა დავაბრუნოთ და ამას აუცილებლად შევძლებთ

157 უკრაინელს სახლში ვაბრუნებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„სახლში ვაბრუნებთ შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მეომრებს. ასევე, ბრუნდებიან სამოქალაქო პირებიც. მათი უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი გაცვლა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოხდა.
„ჩვენი ხალხის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად მუშაობას გავაგრძელებთ. ყველა მათგანი უნდა დავაბრუნოთ და ამას აუცილებლად შევძლებთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც