– ჩვენი ხალხის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად მუშაობას გავაგრძელებთ, ყველა მათგანი უნდა დავაბრუნოთ და ამას აუცილებლად შევძლებთ

157 უკრაინელს სახლში ვაბრუნებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„სახლში ვაბრუნებთ შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მეომრებს. ასევე, ბრუნდებიან სამოქალაქო პირებიც. მათი უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი გაცვლა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოხდა.
„ჩვენი ხალხის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად მუშაობას გავაგრძელებთ. ყველა მათგანი უნდა დავაბრუნოთ და ამას აუცილებლად შევძლებთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.