– ჩვენი ტერიტორიებიდან უკრიანულ ჯარებს არავინ გაიყვანს, არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს თავის მიწებს

დონალდ ტრამპს ვთხოვე, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენს გარეშე არ მიეღო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ევროპელ ლიდერებთან ერთად -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
„პუტინთან საუბრამდე ვთხოვე, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენ გარეშე არ მიეღო. ჩვენთვის ეს ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, თავისი ტერიტორიებიდან ჯარებს არ გაიყვანს.
„ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენს ჯარებს არავინ გაიყვანს. ეს ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა. არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს თავის მიწებს, თავის ხალხს, თავის სახლებს. თუ ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენი ჯარების გაყვანის პირობებს წამოაყენებს, ეს ნიშნავს, რომ მათ ომის დასრულება არ სურთ, რადგან მათ ნათლად ესმით, რომ ამას არ გააკეთებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვოლიდიმირ ზელენსკის ცნობით, თურქეთში, ვატიკანსა ან შვეიცარიაში უკრაინის, ს, -ის, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზება განიხილება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს

არჩილ გორდულაძე – კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, მათ შორის ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ – მათი და „ნაცების“ საერთო ბიზნესების და პიარდაზღვევების დალაგებაზე