– ჩვენი დელეგაცია ჟენევიდან ბრუნდება და დღეს საღამოს სრულ ანგარიშებს ველი – ამ ანგარიშების საფუძველზე შემდგომ ნაბიჯებს განვსაზღვრავთ

ჩვენი დელეგაცია ჟენევიდან ბრუნდება და დღეს საღამოს სრულ ანგარიშებს ველი – ამ ანგარიშების საფუძველზე შემდგომ ნაბიჯებს განვსაზღვრავთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გარ სტორესთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„პრემიერ-მინისტრს ჟენევაში მრჩევლების მუშაობის საწყისი შედეგების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. ახლა ჩვენი დელეგაცია სახლში ბრუნდება და დღეს საღამოს სრულ ანგარიშებს ველი ჟენევაში მოლაპარაკებებისა და ჩვენი პარტნიორების ძირითადი აქცენტების შესახებ. ამ ანგარიშების საფუძველზე შემდგომ ნაბიჯებსა და ვადებს განვსაზღვრავთ. ჩვენ ევროპასთან და სხვა პარტნიორებთან კოორდინაციას გავაგრძელებთ. ვიმედოვნებთ, რომ საჭირო შედეგებს მივაღწევთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.