– ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ევროპელი ლიდერების მადლიერი ვარ

ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ევროპელი ლიდერების მადლიერი ვარ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, X-ზე წერს.
„სწორედ ასეთ აქტიურ დიპლომატიურ მიდგომას შეუძლია ომის ღირსეული მშვიდობით დასრულება. ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას და ერთად უნდა შევჯერდეთ პოზიციებზე, რომლებიც რუსეთს არ მისცემს საშუალებას, რომ მსოფლიო კიდევ ერთხელ მოატყუოს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, ს არმია ომის დასასრულებლად არ ემზადება.
„პირიქით, ისე გადაადგილდებიან, რომ ეს ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის მზადებაზე მიანიშნებს. მსგავს ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ერთობას საფრთხე არ დაემუქროს. იქამდე, სანამ ომსა და ოკუპაციას აგრძელებს, ჩვენ ზეწოლა ერთად უნდა შევინარჩუნოთ – ზეწოლა ძალით, სანქციებითა და დიპლომატიით“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენთ, დღეს, ევროკავშირის 26-მა სახელმწიფომ უკრაინის მხარდასაჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
განცხადებას ხელი მხოლოდ უნგრეთმა არ მოაწერა.
„უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ში მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში შეიძლება წარიმართოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში