– ჩვენი გუნდები 7 იანვარს პარიზში უსაფრთხოების გარანტიებსა და ომის დასრულების ძირითად ჩარჩოზე მუშაობას გააგრძელებენ

უკრაინის პრეზიდენტის ს განცხადებით, -სა და უკრაინის დელეგაციები უსაფრთხოების გარანტიებსა და ომის დასრულების ძირითად ჩარჩოზე მუშაობას დღესაც გააგრძელებენ.
-ის პრეზიდენტის გუნდთან – სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან ერთად გავაგრძელეთ ომის დასრულების დიპლომატიური გზის განხილვა. მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს მზადყოფნისთვის, უზრუნველყოს დამატებითი დახმარება ყველა სფეროში: უსაფრთხოების გარანტიები, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი და რეკონსტრუქცია. 7 იანვარს პარიზში ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მუშაობას უსაფრთხოების გარანტიებსა და ომის დასრულების ძირითად ჩარჩოზე“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ს წარმოადგენენ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის მდივანი რუსტემ უმეროვი, გენერალი ანდრეი გნატოვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი.
„მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს და შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის. არცერთი დღე არ იკარგება“, – წერს ზელენსკი.