– ჩემი ურყევი პოზიციაა: იურიდიულად არ ვაღიარებთ არცერთ ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას რუსულად, ეს უკრაინული მიწაა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არასდროს აღიარებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ყველა საუბარში – და ხაზს ვუსვამ ამას და ეს ჩემი ურყევი პოზიციაა – იურიდიულად არ ვაღიარებთ არცერთ ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას რუსულად. ეს უკრაინული მიწაა”, – განაცხადა ზელენსკიმ.