: “ჩელსის” გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინას აუცილებლად უნდა მოხმარდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კეირ სტარმერთან შეხვედრისას “ჩელსის” გაყიდვიდან შემოსულ თანხაზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად გაყინულია.

მოგეხსენებათ, რომან აბრამოვიჩმა 2022 წელს, საფეხბურთო კლუბი ლონდონის “ჩელსი” ტოდ ბოელის კონსორციუმს 4.25 მილიარდ ევროდ მიჰყიდა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რუს ოლიგარქს კლუბის გაყიდვის ნება იმ შემთხვევაში დართო, თუ კი 2.5 მილიარდ ფუნტს უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის გადარიცხავდა. რაც აბრამოვიჩმა არ გააკეთა. შესაბამისად, ბრიტანეთის მთავრობამ რუსს თანხის ნაწილი გაუყინა.

ზელენსკის თქმით, ეს პრობლემა მალე უნდა გადაიჭრას და “ჩელსის” გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინას მოხმარდეს.

“2.5 მილიარდი ფუნტი არის თანხა, რომელსაც უკრაინის დახმარება შეუძლია. “ჩელსის” გაყიდვიდან მიღებული თანხა უკრაინას აუცილებლად უნდა მოხმარდეს. იმედია, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!