ვოლოდიმირ ზელენსკი: შოლცმა მითხრა, რომ პუტინთან დარეკვას აპირებდა, მისი ზარი „პანდორას ყუთია“, „მინსკი-3“ არ იქნება – რეალური მშვიდობა გვჭირდება

შოლცმა მითხრა, რომ პუტინთან დარეკვას აპირებდა, მისი ზარი „პანდორას ყუთია“, „მინსკი-3“ არ იქნება – რეალური მშვიდობა გვჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ერთ-ერთ დღევანდელ ამბავზე. კანცლერი შოლცი მეუბნებოდა, რომ პუტინისთვის დარეკვას აპირებდა. ოლაფის ზარი, ჩემი აზრით, „პანდორას ყუთია“. ახლა შეიძლება სხვა საუბრები იყოს, სხვა ზარები. უბრალოდ ბევრი სიტყვა. ეს სწორედ ისაა, რაც პუტინს დიდი ხანია სურს: მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია იზოლაციის, ს იზოლაციის შემცირება და ჩვეულებრივი მოლაპარაკებების წარმოება, რომლებიც არაფრით დასრულდება. ისე, როგორც ის ათწლეულების განმავლობაში აკეთებდა. ეს საშუალებას აძლევდა რუსეთს არაფერი შეეცვალა თავის პოლიტიკაში, არსებითად არაფერი გაკეთებინა და სწორედ ამან მიგვიყვანა ამ ომამდე.

ახლა გვესმის ეს ყველა გამოწვევა. ვიცით, როგორც ვიმოქმედოთ და გვსურს გავაფრთხილოთ: „მინსკი-3“ არ იქნება – რეალური მშვიდობა გვჭირდება,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილმა – სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს – მისგან არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა ვიმედოვნებთ, მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს არ ჩაიდენს, უფრო მასხრად არ აიგდებს თავს