ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში გასამართ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე სამპუნქტიანი სამოქმედო გეგმის შედგენას მოელის

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შვეიცარიაში გასამართ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე სამპუნქტიანი სამოქმედო გეგმის შედგენას მოელის.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, საუბარია თავისუფალ ნავიგაციაზე, ბირთვულ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ტყვეების გაცვლასა და უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებაზე.
„თუ სამიტიდან აღნიშნული სამი ნაბიჯით დავბრუნდებით, თუ ქვეყნების უმრავლესობა ამ პოზიციებზე შეთანხმდება, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მათ აღარ დაბლოკავს და გარკვეულ სახელმწიფოებთან ერთად თითოეული ამ პუნქტისთვის ტექნიკურ დონეზე ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან დეტალურ გეგმას შევიმუშავებთ“, – განაცხადა მ.
თავისუფალი ნავიგაციის პუნქტი საპორტო ინფრასტრუქტურის დაცვას და მთელი მსოფლიოსთვის სასურსათო უსაფრთხოებას და უკრაინის ეკონომიკის განვითარებას ითვალისწინებს, ხოლო პუნქტი ბირთვული და ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ მიზნად უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შეჩერებას ისახავს.
შეგახსენებთ, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.
წყარო: ipn