– შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმი და ერთდროულად ჩატარდეს

შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმი და ერთდროულად ჩატარდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
შეთანხმებას რატიფიცირებისთვის პარლამენტს წარუდგენს ან შესაძლოა, დასამტკიცებლად საყოველთაო რეფერენდუმი ჩაატაროს. ასევე, შესაძლოა, უკრაინამ რეფერენდუმთან ერთად არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით ომის დასრულების შესახებ შეთანხმების პროექტი რუსეთის წინააღმდეგ -ის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას არ ითვალისწინებს, თუმცა ომის დასრულების შემდეგ ამის გაკეთებას გეგმავს.
„გვესმის, რომ ომის დასრულების შემდეგ ამერიკა სანქციების თანდათანობით მოხსნას დაიწყებს. აქ კითხვა იმაშია, თუ რამდენად ძლიერები იქნებიან ევროპელები, რადგან ევროპული სანქციებიც არსებობს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.