ვოლოდიმირ ზელენსკი – შედეგის მოლოდინისთვის ცოტა დრო რჩება – სწრაფი მოქმედებაა საჭირო

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, საჭიროა სწრაფი ცვლილებები უკრაინის სამხედრო ოპერაციებში.
„თავდაცვის მინისტრ უმეროვთან დღევანდელ შეხვედრაზე პრიორიტეტები დადგინდა. შედეგის მოლოდინისთვის ცოტა დრო რჩება. მომავალი ცვლილებებისთვის სწრაფი მოქმედებაა საჭირო”, -აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეიარაღებული ძალების სამედიცინო ძალების მეთაურის თანამდებობაზე გენერალ-მაიორ ტატიანა ოსტაშჩენკოს ნაცვლად კიევში სამხედრო კლინიკის ხელმძღვანელი, ანატოლი კაზმირჩუკი დანიშნა.
„ამოცანა ნათელია, როგორც არაერთხელ აღინიშნა საზოგადოებაში, განსაკუთრებით მებრძოლთა შორის, ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტურად ახალი დონის სამედიცინო დახმარება ჩვენი ჯარისკაცებისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.